logo
ENG



"რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია" - ივანიშვილი ღარიბაშვილზე

01 თებ 202413:47
3 წუთის საკითხავი
clock 506
2024/02/01/22hk7t2wqgc7ggg.jpg

"თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია" , - ასე უპასუხა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ გადააყენა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, "რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს", რაზეც მან უპასუხა: "რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია, ამას რა უნდა დავუწუნო".

დღეს ქართული ოცნების ყრილობა უნდა გაიმართოს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება. ყრილობის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ერთად გამოჩნდნენ.

ყრილობის დაწყებამდე პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის კანდიდატს წარადგენს.


close დახურვა